,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 22 სექტემბრის N114/02-01 ბრძანებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2021 წლის 07 დეკემბრის N25951/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო კურსის „Excel”-ის მასწავლებელთა ანაზღაურების განსაზღვრის თაობაზე” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 22 სექტემბრის N114/02-01 ბრძანების სათაურში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „Excel”-ის მასწავლებელთა ანაზღაურების განსაზღვრის თაობაზე“.
2. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე 11 პუნქტი: „11. თსუ-ის იმ თანამშრომლებს, რომელთა სამუშაო სპეციფიკა (ფუნქციები) თანხვედრაშია ტრენინგკურსის თემატიკით გათვალისწინებულ საკითხებთან, საჭიროების შემთხვევაში (შესაბამისი ინფორმაციის არსებობისას), უნივერისტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, მიეცეთ უფლება ზემოაღნიშნული კურსი გაიარონ უფასოდ“;
3. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე 21 პუნქტი: „21. ამ ბრძანების 11 პუნქტით გათვალისწინებული ტრენინგკურსის ჩატარების შემთხვევაში ტრენერის ანაზღაურება განისაზღვრება თსუ-სა და ტრენერს შორის გაფორმებული შრომით ხელშეკრულების შესაბამისად, 1 საათი - 25 ლარი (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით)“.
4. ბრძანების მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
6. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
7. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე